Friday, October 28, 2011


ჩვენი ჯგუფი გავედით სოფელში და დავაკვირდით თუ რა საქმიანობას ეწევიან გლეხები შემოდგომით ბოსტანში,ბაღში,ყანაში,და ვენახში. ჩვენ მივეხმარეთ მათ, ვხალისობდით და გვიხაროდა მათთან ერთად შრომა. მივეხმარეთ კაკლის ბერტყვაში და ვაშლის მოკრეფაში.თინა ბებომ თათარა გაგვიკეთა და ჩურჩხელები ამოვავლეთ. ოთარი პაპას მივეხმარეთ ჩალის მოჭრაში. ძალინ კარგი იყო მათთან ერთად ყოფნა. გადავიღეთ სურათები გავაკეთეთ ჩანახატები, რომელიც ინახება ჩვენ საკლასო ოთხში.
ძალიან ლამაზია შემოდგომა ჩვენს სოფელში და კიდევ ხალისით ვიმუშავებთ სხვა პროექტებზეც.
გმადლობთ.
მიშიკო გამრეჯელშვილი
ხატია ონიანი
ვაჟა ვიბლიანი
ჩვენი ჯგუფი გავედით ბუნებაში და ვაკვირდებოდით ფრინველებს.დავაკვირდით მერცხლები როგორ გროვდებოდნენ ერთად და ემზადებოდნენ თბილ ქვეყნებში წასასვლელათ. ისინი ბუდეებთან მიფრინდებოდნენ, შემოუვლიდნენ გარშემო, თითქოს ემშვიდებოდნენ სახლ–კარს. ჩამწკივებულები ისხდნენ დენის მავთულებზე და საამურად ჭიკჭიკებდნენ. ჩვენ ჯგუფს ძალიან მოეწონა დაკვირვება ფრინველებზე და გავაკეთეთ ჩანახატები რომელიც ინახება ჩვენს საკლასო ოთახში.
ხატია ონიანი
ანი გულდამაშვილი
ლეილა ჰუსეინოვა
გავედით ბუნებაში დავაკვირდით ხეებს,თუ როგორ ეცვლებათ ფოთლებს ფერები. შევაგროვეთ სხვადასხავა ხეების ფოთლები და გავაკეთეთ ჩვენმა ჯგუფმა ჰერბარიუმი, რომელიც ჩვენ საკლასო ოთახში გვაქვს დადებული თვალსაჩინო მასალებთან. გადავიღეთ ფოტოები და გავაკეთეთ აგრეთვე ჩანახატებიც.
ვაჟა ვიბლიანი
ნიკა გოგრიჭიანი
ნანა გულბანი

Friday, July 15, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება: შემოდგომა ჩემს სოფელში.
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები აკვირდებიან და აღწერენ შემოდგომით ბუნების ცვლილებებს,
სამეურნეო საქმიანობას და ფრინველთა გადაფრენას
3.პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი იმით არის აქტუალური, რომ მოსწავლეებს წარმოდგენა ექმნებათ შემოდგომით მიმდინარე პროცესებზე.
4. პროექტის მიზანი: განსაზღვრონ მოსწავლეებმა თუ წელწადის ამ პერიოდში რა ხდება ბუნენაში.
5. მოსწავლეთა ასაკი: 7-10 წლამდე.
6: ვადები ხანგრძლივობა: სექტემბერი– ნოემბერი.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შესძლებენ განასხვავონ შემოდგომა წელწადის სხვა დროისგან. დაამზადებენ ჰერბარიუმს. შეიქმნება ბლოგი სადაც განთავსდება მოსწავლეების დაკვირვების შედეგად შეგროვილი მასალები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ჩანაწერებისათვის საჭირო რესურსები,ფერადი ფანქრები სახატავი რვეული.
9. პროექტის მსვლელობა: ;თემა- შემოდგომა ჩემს სოფელში. ჩამოყალიბდა სამი ჯგუფი. თითოეულ ჯგუფში არის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.
მოვალეობების გადანაწილება. I ჯგუფი (ირჩევენ ლიდერს) აკვირდება ბუნებას, იღებენ ფოტოებს, ამზადებენ ჰერბარიუმს, აკეთებენ ჩანახატებს. II ჯუფი (ირჩევენ ლიდერს) აკვირდება სამეურნეო საქმიანობას, იღებენ ფოტოებს,თვალსაჩინოებისათვის აგრობებენ სხვადასხვა ხილს, აკეთებენ ჩანაწერებს და ჩანახატებს.III ჯგუფი (ირჩევენ ლიდერს) აკვირდებიან ფრინველების გადაფრენას, იღებენ ფოტოებს, აკეთებენ ჩანაწერებს და ჩანახატებს.
პროექტის მომზადებისათვის სამივე ჯგუფი გადის ბუნებაში სამი თვის განმავლობაში ამზადებენ მასალებს.
პროექტის პრეზენტაციისათვის მოსწავლეებს მოაქვთ მათ მიერ შეგროვილი რესურსები და აკეთებენ პრეზენტაციას, სამივე ჯგუფი ცალკ-ცალკე.
პროექტის შემაჯამებელი შეფასება ხდება მასწავლებლის მიერ. მოსწავლეებს აფასებს მათ მიერ მარმოდგენილი მასალების,ფოტოების , ჩანაწერებისა და ჩანახატების მიხედვით
10. პროექტს კავშირი აქვს ბუნებასთან რადგან ძირითად მასალებს აგროვებენ ბუნებიდან, ხელოვნებასთან რადგან აკეთებენ ჩანახატებს და იღებენ ფოტოებს და ქართულთან რადგან აკეთებენ ჩანაწერებს.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ჩომახაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanachomaxashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nanachomaxashvili.blogspot.com